შსს: „მივმართავთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მოქმედებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა.