ევაკუაცია თბილისის მეტროპოლიტენში – მგზავრები ვაგონიდან გამოიყვანეს
ნახევარი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო გუშინ საღამოს მეტროს მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან ვარკეთილის სადგურამდე. მგზავრების განცხადებით მიზეზი მწვავე სუნი იყო, რომელიც სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან მოდიოდა, რის გამოც ისინი ვაგონებიდან გამოიყვანეს. სხვა მიმართულებით შეფერხება არ ყოფილა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაჩერების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. მათი ვარაუდით ეს შესაძლოა ტექნიკურ ხარვეზს გამოეწვია. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახური. მგზავრებს გადადგილების უფლება […]