იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე საქართველოს პრემიერის ინიციატივას მიესალმება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, მიესალმება: „საქართველო არის მოდელი დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის. გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის მიმართულებას გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თავისუფალ მედიას და მე პირადად მივესალმები მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს“, – განაცხადა იან კელიმ. […]