თბილისში, აეროპორტის გზაზე, მოყინვის გამო, ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
თბილისში, აეროპორტის გზაზე, მოყინვის გამო, ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა, მათ შორის ე.წ. ყვითელი ავტობუსი, რომელიც ავტოსადგომში მიდოდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.