შს სამინისტრო სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში, საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს. შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილის დასასრულს შსს-ს […]