წინააღმდეგი ვარ ხალხის წარმომადგენლების ინსტიტუტის გაუქმების – ქუცნაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმებას არ ეთანხმება. ქუცნაშვილის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმება გამოიწვევს სეპარატისტულ რეგიონებში ცენტრიდანული ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას: „ხალხის წარმომადგენელი უნდა ირჩეოდეს პირდაპირი შეჯიბრის საფუძველზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. იმიტომ, რომ ჩვენი კონსტიტუციური სისტემით, რეგიონალური ნიშნით პარტიების შექმნა შეუძლებელია, ამიტომაც ჩვენი ძმები […]