„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართავს. ‘‘ორგანიზაცია გამოიყენებს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დამტკიცებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების მიხედვით, კომისიაში ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობას განსაზღვრავს საქართველოს […]