ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა 3 წლის წინ, მას შემდეგ დაენიშნა, რაც მასთან, მაშინდელი საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ციხის წამების კადრების ავტორი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.