მატარებელი, რომელსაც ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა – შემთხვევა ვაშინგტონში (ვიდეო)
ვაშინგტონში სატვირთო მატარებელი, რომელსაც ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა. დაზიანდა ერთ-ერთი რეზერვუარი, რომლიდანაც თხევადი კაუსტიკური სოდა გრუნტზე დაიღვარა. სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.