თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მოქალაქეების მიერ სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ბოლო პერიოდში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც, დედაქალაქის მერიის მხრიდან რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია და მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება უკანონო ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დედაქალაქის მასშტაბით, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ […]