შალვას ველოდებით, იმედია აუხსნიან რატომ დაგვიხურეს პროექტები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე
ტელეკომპანია “იმედმა” შალვა რამიშვილს ხელშეკრულება შეუწყვიტა, რომელიც ყველა იმ პროექტის შეჩერებას გულისხმობს, რომელიც არხის ეთერში სწორედ რამიშვილის ავტორობით გადიოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა, თუმცა მას შემდეგ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. “მარშალპრესი” შალვა რამიშვილის პროექტ “ერთხელ საქართველოში” და “ილო ბეროშვილის შოუს” მონაწილე ნინო ადამაშვილს დაუკავშირდა, როგორც ადამაშვილი აცხადებს, მისთვისაც […]