საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე აგიტაციის გაწევა იკრძალება
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება. ეს ერთ-ერთ იმ აკრძალვათა შორისაა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ამოქმედდება. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი, “საარჩევნო კოდესის“ მიხედვით, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. საარჩევნო […]