პრემიერმა ტირძნისში მცხოვრებ ქალბატონს დედის დღე მიულოცა (ფოტოები)
3 მარტი, სოფელი ტირძნისი, თამარ კუსრაძეს დედის დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა დედას, რომელიც ავადმყოფ მეუღლესთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, სახლის დაწყებული მშენებლობის დასრულებაში დახმარება აღუთქვა.