ანკარამ ნატო-ს ხომალდები თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვა
ანკარამ ნატო-ს გემებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლება არ მისცა. ალიანსის ხომალდებს კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ბრძოლის მისია უნდა დაეწყოთ, რომელიც ნატო-ს წევრებმა გასულ თვეს მინისტერიალზე შეათანხმეს. “ფრანს პრესის” ინფორმაციით, ანკარას ხომალდებისათვის თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლის თხოვნა ალიანსის მისიის ხელმძღვანელობამ გაუგზავნა, თუმცა უარი მიიღო. როგორც “ფრანს პრესი” დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ანკარას უარის მიზეზი საბერძნეთსა და თურქეთს შორის […]