იაფი წამლების პროექტი დაიწყო
იაფი მედიკამენტების პროექტი დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და ამით რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები დღეიდან ისარგებლებენ. „დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და დღესვე არის დაგეგმილი პირველი აქტივობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.პირველი პაციენტები უკვე შეძლებენ ამ მედიკამენტების მიღებას. ეს იქნება მზარდი აქტივობები. ჯერ ერთი კომპანია იწყებს აქტივობას, […]