ლაშა ბექაური – კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან
ლაშა ბექაური (-90კგ) მსოფლიოს ჩემპიონია! ქართველმა ძიუდოისტმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში დღეს ჩატარებულ ორივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ვლადიმერ ახალკაცმა -81კგ წონითი კატეგორია მოიგო.