კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქა მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ებრაული დღესასწაულის – ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას თბილისის მთავარ სინაგოგაში დაესწრო. დედაქალაქის მერმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. „ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს, ხანუქას ვულოცავ. ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრების, ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. მე […]