პოლიტიკური შეფასება გამიჭირდება – ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა
ჯანდაცბვიც მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, „პირიმზესთან“ ავტომანქანის აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. სერგეენკო დაშავებულების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. „ამ წუთის მონაცემებით, არის 4 დაზარალებული. ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მეორის მდგომარეობა არის, საბედნიეროდ, მსუბუქი. ის არის მეთვალყრურეობის ქვეშ. ასევე არის ორი დაზარალებული, რომლებიც […]