“MAP – ს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია მოჰყვება, NATO – ში გაწევრიანებას კი, – აფხაზეთის”!
მიმდინარე აგვისტო ძალზედ დატვირთული აღმოჩნდა პოლიტიკური განცხადებების მხრივ, რომლებიც საქართველოს ნატო–სთან ურთიერთობების პერსპექტივას შეეხებოდა. ქვეყნის შიგნით თუ დასავლეთში, სხვადასხვა მოსაზრებები გაისმოდა, როგორც ოფიციალური პირების მხრიდან (ხიდაშელი, ზაქარეიშვილი და სხვები) ისე ექსპერტ–ანალიტიკოსების მიერ, ყველანი “ოპტიმისტური” პათოსით გამოირჩეოდნენ. რამოდენიმე დღეში კი, ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა საქართველოს, ხოლო სექტემბერში ნატო–ს სასწავლო ცენტრის გახსნა იგეგმება თბილისის სიახლოვეს. Читать дальше...