სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი შეაჩეროს
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი, – ასე ეხმაურება ომბუდსმენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დასახელებას. ომბუდსმენი პარლამენტს ასევე მოუწოდოს, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე […]