რას ვიფიქრებდი, რომ კარატეზე ან რაიმე სხვა საბრძოლო სპორტზეც უნდა მეარა – თინა ბოკუჩავა
საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა ასე ეხმაურება: “არა და 2000-2004 წლებში Smith College-ში პოლიტიკურ მეცნიერებას რომ ვსწავლობდი, რას ვიფიქრებდი, რომ კარატეზე ან რაიმე სხვა საბრძოლო სპორტზეც უნდა მეარა 2018 წლის ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის სათანადოდ რომ მოვმზადებულიყავი”, – წერს ბოკუჩავა. გუშინ, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის […]