”ევროპული საქართველო” გრიგოლ ვაშაძის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება. „ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება. „ევროპული საქართველო” ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. […]