საპატრულო პოლიციამ რუსეთის მოქალაქე ე.წ. „ბიოს“ დამზადება-შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ […]