უგულავას, რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას სამთავრობო აგარაკები, თვეში 7500 ლარად ქირავდება (ფოტო)
წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე ბევრი ფეშენებელური და კარგად გარემონტებული კოტეჯია, სადაც, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროსვე აშენდა წყნეთში 6 ახალი კოტეჯი. ამასთან, დაწყებულია პრემიერ-მინისტრის აგარაკის მშენებლობაც, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერებულია. ტერიტორიის ზედამხედველების თქმით მათ 2013 წლიდან სახელმწიფოსგან აგარაკების გაქირავების ნებართვა მიიღეს. ყველაზე იაფფასიანი კოტეჯის ქირაობა თვეში 2500 ლარი ღირს, ყველაზე ძვირადღირებული […]