ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 17-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჯეკ სოკს მეორედ მოუგო
პეკინში მიმდინარე ჩინეთის პირველობაზე ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა. ტურნირის პირველ ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგში 17-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჯეკ სოკს 3 სეტში 6:7 7:5 6:2 სძლია და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. შემდეგ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილს ვერდასკოსთან მოუწევს დაპირისპირება, რომელმაც დღეს ფრანგ გაელ მონფილსს დაძაბულ ორთაბრძოლაში აჯობა.