ზაზა ოქუაშვილს ახლა „გაახსენდა“ სამშობლოზე „ზრუნვა“ და „თავდადება“?! თუ ყველაფერს იწერდა, ბატონ ივანიშვილთან საუბარი რატომ არ ჩაიწერა? – კილაძე
„ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ძალიან ბინძური კამპანია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ ამ საქმეში მათ ტელეკომპანია “რუსთავი2” ეხმარება. „ის რეჟიმი, რომელიც იყო ადამიანის ღირსების შელახვის, გაუპატიურებების, წამებისა და მკვლელობის, ელიტური კორუფციის, შანტაჟის და საკუთარი მოქალაქეების თვალთვალის შემოქმედი, დღესაც […]