საპატრიარქო: სასულიერო პირთაგან ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა ყოვლად მიუღებელია
საქართველოს საპატრიარქო დაუშვებლად მიჩნევს სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვას, ასევე, დამამცირებელ და შეურაცმყოფელ გამონათქვამებს მსოფლიო პატრიარქის მიმართ. „პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება. დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები […]