ამსტერდამის სადგურში მამაკაცმა გამვლელები დანით დაჭრა
Facebook Messenger Viber Twitter ამსტერდამში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე გამვლელებს თავს დაესხა და ორი ადამიანი დაჭრა – იუწყება Associated Press. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს ისიც დაიჭრა. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტში „ტერორისტული მოტივი“ იკვეთება.