დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის მეთაური აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
Facebook Messenger Viber Twitter უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის მეთაური ალექსანდრე ზახარჩენკო მისი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 42 წლის ზახარჩენკო თავდაპირველად საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებები მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, იუწყება გამოცემა “უნიანი” ალექსანდრე ზახარჩენკო დონეცკის თვითგამოცხადებულ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა 2014 წლის 4 ნოემბერს.