ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულის ნაცვლად, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს
Facebook Messenger Viber Twitter შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის თანახმად, შესაძლოა, ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა უწყება მუშაობს რამდენიმე ინიციატივაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გააჟღერებს. “მინდა გითხრათ რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაჟღერდება. ეს არის ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა, რომ გამეორების ნაწილში […]