პაატა იმნაძე – ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის უვარგისობაზეც ინფორმაცია გავრცელდა, ადამიანებში არანაირი უკუჩვენება არ გამოუვლენია. „ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე იმიტომ, რომ ადამიანი მოკვდებოდა, თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავუკეთებდით. აქედან გამომდინარე, სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. […]