ამის მეშვეობით გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა – გიორგი ხანიშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სამ ეტაპად განხორციელდება. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხისთვის 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. “პირველი ეტაპი არის მასიური და საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა. მეორე ძირითადი პოსტულატი არის, რომ ფერმერები […]