სპეცოპერაცია თბილისში – სუსი განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ატარებს სპეცოპერაციას, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია” – ნათქვამია განცხადებაში.