გულმოკლული მამის სპექტაკლი – რატომ არ მივიდა სააკაშვილი აეროპორტში
ბლოგერი ვიტალი კაპანაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის აეროპორტიდან გაკეთებულ ვიდეომიმართვას ეხმაურება. “პოლიტიკური მიზნებისთვის შვილის გაწირვა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ახალი არ არის, ვინც ისტორიას იცნობს მისთვის გიორგი სააკაძის ტრაგიკული ისტორიაც იქნება ცნობილი, რომელმაც საკუთარი შვილი, პაატა, საქართველოს ინტერესების გამო სამშობლოს შესწირა. მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც ისტორიულ პერსონაჟებთან გაჯიბრება ახალი არ არის, (გავიხსენოთ დავით აღმაშენებელს როგორ ედრებოდა) […]