73 წლის ასაკში აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 73 წლის ასაკში, ექიმი-აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. ფრიდონ თოდუა დაიბადა 1944 წელს ზუგდიდში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968-1991 წწ მუშაობდა ვიშნევსკის სახ. ქირურგიის ინსტიტუტში რიგითი ექიმიდან წამყვანი განყოფილების ხელმძღვანელამდე. 1991 წ. თბილისში დააარსა კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც შემდგომში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა და დღემდე მისი […]