გიორგი მღებრიშვილი – ზაჰესში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები
ზაჰესში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, კახეთში საგანგებო შტაბში განუცხადა. “ზაჰესში ხანძრის ლოკალიზება გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დიდი ფართობი და რთულად მისადგომი ადგილი არ იყო. ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.