გლდანში სატვირთო მანქანა დაგორდა და ოცამდე მანქანა დააზიანა, არიან დაშავებულები
გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაგორდა და 20-მდე ავტომობილი დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით არიან დაშავებულებიც. ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა და სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. ინფორმაციას და ფოტომასალას imedinews.ge ავრცელებს.