“დიდი მადლობა ვიცე-პრეზიდენტო, ძალიან მკაფიო გზვანილისთვის”- გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას მკაფიო გზავნილად აფასებს და მადლობას უხდის. “დიდი მადლობა ვიცე-პრეზიდენტო, ძალიან მკაფიო გზვანილისთვის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისგან.”- ნათქვამია პრემიერის გავრცელებულ სამადლობელ ტექსტში.