ვიდრე თავმჯდომარე გახდები, შესაბამისი უმრავლესობა უნდა გქონდეს საკრებულოში – ვოლსკი მელიას კანდიდატურაზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელიას დასახელებას ეხმიანება: „ვიდრე თავმჯდომარე გახდები, შესაბამისი უმრავლესობა უნდა გქონდეს საკრებულოში. მე არ ამგონია, რომ ჰქონდეთ რეალური რესურსი იმისათვის, რათა უმრავლესობა მოიპოვონ. თუმცა ვნახოთ, არ მინდა რომ ეს წინასაარჩევნო ხმამაღალ განცხადებას დაემგვანოს. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი გაკეთდა და ბევრი შეიძლება […]