მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიქცევა აბსოლუტურად განსხვავებულად, ვიდრე გიგი უგულავა - ნიკა მელია
პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილის დატოვების შესახებ ცნობილი გუშინდელ ყრილობაზე გახდა. თანაგუნდელებმა განმარტეს, რომ მერაბიშვილი პოსტს ინარჩუნებს. თუმცა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურ მდივნად არჩევაზე მას თანხმობა არ განუცხადებია.
მიკა მელიას თქმით, ყრილობის დღის წესრიგში ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივნის თანამდებობაზე დატოვების საკითხი არ იყო შეტანილი. მისი თქმით, მომდევნო კვირას ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისვლას აპირებს. ნიკა მელიას აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივნის პოზიციაზე დარჩება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიქცევა აბსოლუტურად განსხვავებულად, ვიდრე გიგი უგულავა. გიგი უგულავა არ გამოსულა ციხიდან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი უგულავა გამოვიდა საპატიმროდან, როგორც უკვე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი,“ - აცხადებს ნიკა მელია.