გახშირებული რუსული პროპაგანდა და რუსული იდეოლოგიის მატარებელი წინასაარჩევნო დაპირებები
რუსეთის იდეოლოგიის ღია პროპაგანდა პოლიტიკური ძალების მხრიდან სულ უფრო გახშირებულია. ნინო ბურჯანაძე, ლადო ბედუკაძე, ვალერი კვარაცხელია - ამ ადამიანების გარდა 2008 წლის ომის შემდეგ არავის უთქვამს საჯაროდ და ხმამაღლა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსკოვს დაუმეგობრდება. ახლა კი ასეთი განცხადებები სულ უფრო ღიად კეთდება.
პარტია ცენტრისტების ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ბადრაგი, ვალერი ბედუკაძე და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ ხაჩიშვილი გამუდმებით ამტკიცებენ, რომ კრემლის პირველ პირებთან პირადი კონტაქტი აქვთ. ამ კონტაქტის წყალობით კი 2017 წელსს საქართველოს მოსახლეობის პენსიები 400 ლარი გახდება.
რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. ამომრჩევლებისთვის მისი მთავარი შეთავაზება ნატო-ზე უარის თქმა და უბლოკო სტატუსის გამოცხადებაა.
ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი