იგორ გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი კომენტარს არ აკეთებს
იგორ გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი კომენტარს არ აკეთებს. თეა წულუკიანმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა. ის გარემოს დაცვის სამინისტროში გიგლა აგულაშვილთან კონსულტაციას აწარმოებდა, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.
გიგლა აგულაშვილი იგორ გიორგაძის საქმეში პროკურატურის წარმომადგენელი იყო. მისი თქმით, სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ იქნა საქმე განხილული და ბრალდებულებიც გასამართლდნენ.
„პროცედურის მიხედვით, გიორგაძის თუ სხვა ნებისმიერი ძებნილის საქმეს ასევე განიხილავს სასამართლო, გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩემი ღრმა რწმენით, სასამართლო საქმეში ნახავს საკმარის მტკიცებულებებს იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს,“- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ავტორი: ნატა მახვილაძე.