"რუსთავი 2"-ის გარეშე არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება - აშშ-ის ელჩი და არასამთავრობოები მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობენ
რუსთავი 2-ის გარეშე საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური - დღეს ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, ელჩმა კელიმ თავის განცხადებაში კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა რუსთავი 2-ის და შესაბამისად, წინასაარჩევნო გარემოს თავისუფლების კრიტერიუმები.
საკუთარი რეკომენდაციები შეიმუშავა არასამთავრობო სექტორმაც. ორმოცმა სამოქალაქო ორგანიზაციამ დღეს საერთო დოკუმენტი გამოაქვეყნა.
რეკომენდაციების დიდი ნაწილი მესამე სექტორმა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ შეიმუშავა, თუმცა, დღევანდელი განხილვისას უფრო აქტიური ოპოზიციური პარტიები იყვნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ამ პროცესის მონაწილე ყველა მხარეს - ხელისუფლებას, პარტიებს, მედიას, ცესკოს, სასამართლოს ერთობლივი დოკუმენტით მიმართეს.
რა როლი ეკისრება წინასაარჩევნო გარემოს გამჭვირვალედ წარმართვას და რა პრობლემების წინაშე დგას მედია და კონკრეტულად რუსთავი 2 - საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი კამპანიის შესახებ კიდევ უფრო დეტალურად დღეს სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.
ავტორი ნათია გოგსაძე