საქმე გვქონდა კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფთან - ლელა ქებურია კორცხელზე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლელა ქებურია, რომელიც უშუალოდ კორცხელში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი იყო, მომხდართან დაკავშირებით არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრობს. ამასთან, ლელა ქებურია ერთ-ერთი დაზარებულიცაა.
ქებურიას თქმით, მისთვის არავის მიუმართავს და არ დაინტერესებულა იმით, თუ რა მოხდა კორცხელში, მიუხედავად იმისა, რომ ის დაზარალებულია
„თავიდან, ეტყობა, მართლა არსებობდა განცდა იმისა, რომ ვიღაცას უნდოდა ეს ინციდენტი გამოეძიებინა, მაგრამ შემდეგ, ეტყობა, შუშის სასახლეში მიიღეს იმის გადაწყვეტილება, რომ უფრო პრიორიტეტული ამ მთავრობისთვის არიან სწორედ ეს მოძალადეები და კრიმინალები და არა საკუთარი ნაცემი მოსახლეობა. ამიტომ შემდეგ ჩემთვის არავის არ მოუმართავს და არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, რაც მოხდა კორცხელში,“ - განაცხადა ლელა ქებურიამ.
ქებურიას თქმით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები არც ტურისტები იყვნენ და არც პარტიული აქტივისტები. მისვე თქმით, "ეს იყო კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი, რომელიც წინასწარ განზრახული მიზნით იყო ჩასული სამეგრელოში".