ეს იყო ივანიშვილის მთავრობის მიერ ძალიან კარგად დაგეგმილი ძალადობრივი აქტები - ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ეს, რაც ხდებოდა ამ 4 წლის განმავლობაში, იყო ივანიშვილის მთავრობის მიერ ძალიან კარგად დაგეგმილი,“ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმების შესახებ არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
„იმის გამო, რომ ივანიშვილის მთავრობამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა, მათ შორის ასეთი ძალადობრივი პოლიტიკური მეთოდებით, სწორედ ამიტომ ქვეყანაში იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა დაასრულებს ამ ზიზღს, სიძულვილს და სათავეს დაუდებს ამ ქვეყნის გაცილებით დემოკრატიულ განვითარებას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილი მსგავს ქმედებებს "ხელისუფლების მიერ ორგანიზებულს" უწოდებს.
„ეს, რაც ხდებოდა ამ 4 წლის განმავლობაში, იყო ივანიშვილის მთავრობის მიერ ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაციები და ძალადობრივი აქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ „დღესაც გრძელდება ეს ძალადობა და რაც უფრო გრძელდება ეს ძალადობა, მით უფრო იმატებს აღშფოთება ხალხში“.