მსურს, პოლიტიკური თავდასხმებისგან გავმიჯნო ჩემი შემთხვევა - ალექსი პეტრიაშვილი
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, მასზე თავდასხმას კერძო საქმედ აფასებს და პოლიტიკასთან კავშირს უარყოფს.
როგორც გადაცემა არჩევანში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, მას ასეთი განცხადების საფუძველს ის მტკიცებულებები აძლევს, რაც გამოძიებიდან დადგინდა.
„მსურს, პოლიტიკური თავდასხმებისგან გავმიჯნო ჩემი შემთხვევა. ეს ნამდვილად არის კერძო შემთხვევა. დამნაშავე დაკავებულია. შეცვლილია ასევე მუხლიც და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენაც დაემატა, მაგრამ არ არის დამკვეთის ვინაობა გამოაშკარავებული და ეს საქმე ვერ ჩაითვლება დახურულად,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტების გახშირებაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„ხელისუფლება ცდილობს, ასეთ ფაქტებს იგნორი გაუკეთეს და ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლებას არ არის მზად ამ ძალადობის დასაძლევად,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.