ამ ქვეყანაში ძალადობა უნდა დასრულდეს - პავლე კუბლაშვილი
ახალი პოლიტიკური ცენტრ გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პავლე კუბლაშვილი, ცოტა ხნის წინ პარტიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრობს და განმარტავს, რომ ის პირები, რომელებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მათი ოფისის დარბევაში, უკვე გამოვლენილია. თუმცა, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული პირები დაკავებულები არ არიან. პოლიტიკოსი დარბევის მოტივაციაზე საუბრობს.
„ამ შემთხვევაში დამნაშავეთა მოტივაცია გირჩის პოლიტიკური ხედვები იყი და აქედან გამომდინარე, ეს მათ არც დაუმალავთ,“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
კუბლაშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტს "პოლიტიკური პროცესის ნაწილს" უწოდებს და მისივე თქმით, მოტივაცია იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება.
„მე პოლიტიკურ ნებას დავინახავ მაშინ, როდესაც დავინახავ კონკრეტულ დასჯილ ადამიანებს. ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. პოლიტიკურ ოპონენტების მხრიდან შეფასებებზე მუშტიკრივის გამართვა უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.