ირაკლი სესიაშვილმა და ელენე ხოშტარიამ გადაცემა არჩევანში იკამათეს
„გამოიძიეთ და დასაჯეთ,“ - კორცხელის ფაქტზე ირაკლი სესიაშვილის განცხადებებს ასე უპასუხა ელენე ხოშტარიამ გადაცემა არჩევანში, რასაც პირდაპირ ეთერში კამათი მოჰყვა. ირაკლი სესიაშვილმა ელენე ხოშტარიას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ელენე ხოშტარიამ ირაკლი სესიაშვილს მიმართა და ძალადობის გამოვლინების ფაქტები გაახსენა, რომელიც, მისივე თქმით, დღემდე გამოუძიებელია.
„თქვენ არ გამოიძიეთ ძალადობის 27 ფაქტი ამ წლების განმავლობაში. არც ერთზე არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, მმართველ გუნდს აქვს ვალდებულება, რომ მოძალადეები დასაჯონ.
სესიაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას მიმართა და განაცხადა, რომ, თუ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციებს არ მოაწყობს, არჩევნების სამაგალითოდ ჩატარდება, მშვიდ და წყნარ გარემოში.