ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ისევ აქტუალურია - ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო
ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა - საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, 51 ათასამდე ხელმოწერა უკვე შეგროვებულია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით, სარეფერენდუმო საკითხი 12 ივნისს დაარეგისტრირა.
რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, რეფერენდუმმა შესაძლოა, მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება გადაატანინოს.
რეფერენდუმის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მთავრობას ინიციატივასთან არაფერი აკავშირებს.
საპარლამენტო უმრავლესობაშიც NDI-ს განცხადებას არ ეთანხმებიან და რეფერენდუმის საჭიროებაზე საუბრობენ.
ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი