პროკურატურამ გამოძიება ჩათვალა საჭიროდ, "ზეწოლით თუ ქვეწოლით" ვერ გეტყვით - ზურაბ ტყემალაძე
ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას აფასებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი გია ჟორჟოლიანი. მისი თქმით, პროკურატურაზე ზეგავლენას არავინ არ ახდენს.
“თუ პროკურატურამ დაიწყო ეს გამოძიება, ესეიგი პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია ამ გამოძიების დაწყება. არ ვიცი რის გამო იყო, რომ არ მიაჩნდათ საკმარისად, ამაზე უნდა მიმართოთ იმათ, ვიზეც მელაპარაკებით,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების მდივნის ზურაბ ტყემალაძის თქმით, მაშინ პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, რომ არ იყო საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის.
“მაშინ ჩატარდა მოკვლევა. პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, რომ არ იყო საფუძველი სისხლის სამართლის აღძვრისა. დღევანდელი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს პროკურატურამ ჩათვალა, ეს იყო ზეწოლით თუ ქვეწოლით ვერ გეტყვით., ჩათვალა, რომ აღეძრა საკითხი და კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი. დარწმუნებული ვარ, მაშინ ფარცხალაძემაც მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და დღესაც პროკურორმა მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება “ - აღნიშნა ტყემალაძემ.
ავტორი: ანა წერეთელი